четверг, 15 августа 2013 г.

პროექტის სახელწოდება
ნისლიანი ალბიონი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
ინგლისის კულტურა და ტრადიციები
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები  იმუშავებენ ჯგუფებში,  შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ ,თუ როგორ გამოიყენონ ის სხვადასხვა კვლევებისათვის და მიღებულ ინფორმაციას შეადარებენ საკუთარი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ინფორმაციას მოიპოვებენ,გაეცნობიან ინგლისის კულტურას და ტრადიციებს.
მონაწილეთა ასაკი
VII კლასი.
ვადები-ხანგრძლივობა
1კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
 მიგებული ინფორმაციის საშუალებით დაადგენენ რა რესურსები გამოიყენეს პროექტის შესაქმნელად მოსწავლეები თემასთან დაკავშირებით შექმნიან ვიდეო და ფოტო მასალებს.პროექტის დასრულების შემდეგ შეადგენენ პრეზენტაციას.
უნარ-ჩვევები
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს კვლევა-ძიების,ანალიტიკური აზროვნების,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მოსწავლეები გამოიყენებენ ინტერნეტს,კომპეტენტური ადამიანებისგან აიგებენ ინტერვიუს.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები  ინტერნეტის საშუალებით გამოიკვლევენ ინგლისის ცნობილი მეფეების მეფობის ხანებს,ხალხის ჩაცმულობას და მათ ტრადიციებს.მეტი თვალსაჩინოებისთვის ინტერნეტის საშუალებით შექმნიან სლაიდ შოუებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., თეატრალური პიესის დადგმა, მულტიპლიკაციური ფილმის შექნა, რეპორტაჟის მომზადება და გაშვება ვიდეოს საშუალებით და სხვა);
·           ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს;
·          აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·          ადგენს კონსპექ (გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამზადებს სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრნობით საკუთარი სიტყვებით გამოსცემს ინფორმაციას);
·          წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
·           წერილობით/ზეპირად თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (რეზიუმე, მიმოხილვა, ინსტრუქცია და სხვა) ტექსტებს.
·           თარგმნის მხატვრული ლიტერატურის პროზაულ თუ პოეტურ ნიმუშებს მშობლიურ ენაზე.


პროექტის ხელმძღვანელი
ნ.ონიანი

вторник, 13 августа 2013 г.

მოგესალმებით.მე გახლავართ ნინო ონიანი.მე ვარ ხონის რაიონის სოფელი გუბის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი.